четверг, 1 сентября 2011 г.

სკოლა და ოჯახი


1.       პროექტის სახელწოდება: სკოლა და ოჯახი.
2.       პროექტის მთავარი იდეა: ოჯახსა და სკოლას შორის პერმანენტული[მუდმივი] კავშირია. მოცემული საკითხი ოდითგანვე მნიშვნელოვანი იყო, თუმცა დღეისათვის აქტუალური გახდა.
3.       პროექტის აქტუალობა: საკითხი მოიცავს ორ მხარეს: მოსწავლე ოჯახში-როგორ იცნობენ მას მისი ოჯახის წევრები; მოსწავლე სკოლაში-მასწავლებლებთან, კლასელებთან და მეგობრებთან ურთიერთობაში.
4.       პროექტის მიზნები: წინა პლანზე წამოვწიოთ სკოლა და ოჯახი მოსწავლეებთან მიმართებაში და ვიპოვოთ „ოქროს“ შუალედი მათ შორის, რაც დაგვეხმარება მოსწავლის ინდივიდუალურ პიროვნებად ჩამოყალიბებაში.
5.       მონაწილეთა ასაკი:ძირითადად მოიცავს მე-8 და მე-9 კლასელებს.
6.       ვადები/ხანგრძლივობა:20 დღე.
7.       მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: პროექტის საშუალებით, თუ მას სიღრმისეულად  განვავრცობთ , დავეხმარებით მოსწავლეებს იპოვონ საკუთარი თავი ოჯახსა და სკოლაში. მოსალოდნელია შედეგად მივიღოთ მოსწავლის ჰარმონიული მდგომარეობა, როგორც სახლში , ასევე სკოლაში.
8.       პროექტისათვის საჭირო ძირითადი  რესურსები: საკანცელარიო ნივთები,თეორიული მასალები, ტექნიკური მხარე.
9.       პროექტის მსვლელობა[ძირითადი აქტივობები]: პროექტის მომზადებაში ჩართულია მთელი კლასი. კლასი იყოფა სამ ჯგუფად.დავალება ეძლევათ შეძლებისდაგვარად. ერთი ჯგუფს დაევალა ინფორმაციის მოძიება, მეორეს-ინტერაქტიული გამოკითხვები, მესამეს-იდეების ჩამოყალიბება მოცემულ საკითხზე და პრობლემების გადაჭრის გზები.
10.   ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: აღნიშნული საკითხი ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირში დაეხმარება მოსწავლის აღზრდაში მათი მოსაზრებების გათვალისწინებით.
11.პროექტის ხელმძღვანელი: გულნარა დევაძე.

12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:devadzegulnara@gmail.com
13.პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:devadzegulnara.blogspot.com